რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვზე, დრონებით შეტევა იყო

გამოქვეყნდა:

რუსეთიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, სულ მოსკოვის რეგიონის სხვადასხვა რაიონში 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანი რამენსკოეში მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც მე-11-მე-12 სართულების რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა. მერი ამბობს, რომ არავინ დაშავებულა.

ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვამ სულ 59 დრონი ჩამოაგდო.

ტულას რეგიონის ხელისუფლება იტყობინება ორი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ, რომელთაგან ერთის ნამსხვრევები "საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე" დაეცა.

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა სამ რაიონში დრონების "ჩახშობის" (ელექტრონული საშუალებებით აპარატების შეჩერება) შესახებ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია მათი რაოდენობა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი