ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ 10 რუსული გემი დაამატა

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სიაში კიდევ 10 რუსული ხომალდი დაამატა. განახლებული დოკუმენტი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გემები, სავარაუდოდ, „ჩართული არიან იმ საქმიანობაში, რომლის მიზანია უკრაინის დესტაბილიზაცია“ და საფრთხეს უქმნიან მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ლონდონის ცნობით, გემებს რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები მესამე ქვეყნებში გადააქვთ.

სანქცირებულია ტანკერები: NS Corona, NS Clippper, NS Asia, SCF Baltica, SCF Vankor, Aniva Bay, Olimpiysky Prospekt, Leonid Loza, Vladimir Tikhonov და Nikolai Zuev. 

ტანკერებს ეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლა და შესაძლოა გაუქმდეს მათი რეგისტრაცია გაერთიანებული სამეფოს გადაზიდვების რეესტრშიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი