თრუსოს ხეობა, ფული და "დამოუკიდებლობა" | კოკოითი ივანიშვილის განცხადების შემდეგ, მოთხოვნებს აყენებს

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის გამოსვლას, რომ "ოს დებსა და ძმებს" ბოდიში უნდა მოვუხადოთ,  ოკუპირებულ ცხინვალში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ბოდიშის მოხდა მათთვის საკმარისი არ იქნება. სეპარატისტების ყოფილი "ლიდერი" რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ოკუპირებული რეგიონის "პრეზიდენტი" იყო, დამატებით ტერიტორიებს ითხოვს თრუსოს ხეობის სახით, ასევე ფულს და ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას. 

"პირველ რიგში საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არ განახლების გარანტიას, ამავდროულად დააყენოს თრუსოს ხეობის დაბრუნების საკითხი, რომელიც საქართველოს მიერაა ოკუპირებული" წერს კრემლის მარიონეტი ტელეგრამზე 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ  ქართველების მიერ მოხდილი ბოდიში  “შეიძლება გახდეს მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი”, თუმცა იქვე პირობას აყენებენ - აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას. 

იხილეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი