"ის ფაქტი რომ ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორთან აი ამ დიალოგის დროს არის საკმაოდ, მე ვიტყოდი, არასასიამოვნო ვითარებაში, ეს რა თქმა უნდა დამაზიანებელია, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ - დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ნებისმიერი კეთილსინდისიერი ინვესტორი, როდესაც შემოდის ქვეყანაში ინვესტიციის ჩასადებად, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელ დარგში და სფეროში იქნება, პირველ რიგში უყურებს იმ გარემოს რა გარემოშიც არის ქვეყანა. ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური გარემო. ის როდესაც ხედავს, რომ რაღაც სანქციებზეა საუბარი, საუბარია გართულებულ დიალოგსა და გართულებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, ის თავს შეიკავებს. ეს თავისთავად დამაზიანებელი იქნება.
[...]
ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან დღემდე ნამდვილად არ ყოფილა იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორი როდესაც სანქციებს აწესებს, ეს მიმანიშნებელია იმაზე, რომ უფრო მეტად და უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხებს. რა თქმა უნდა, შედეგი არ იქნება სახარბიელო, პირდაპირ გეტყვით".
- განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.