ხმები, რომელიც ენმ-სთან არ წავა, ვისურვებდი, წავიდეს სხვა ოპოზიურ ძალებში - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციონერ პარტნიორებს მიმართავს და სურვილს გამოთქვამს, რომ ხმები რომელიც ენმ-სთან არ წავა, ამ არჩევნებზე, გადანაწილდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. 

“თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად. 
ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება ნაციონალური მოძრაობის და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხადასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ.
არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.” - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ პოსტში. 

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, ასევე წერს, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს და ამიტომ “ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები” - დაამატა მიხეილ სააკაშვილმა. 

აქვე შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” დაკვეთით კვლევა გამოქვეყნდა, სადაც საერთო ჯამში ოპოზიციური ხმები, აჭარბებს ამჟამინდელი მმართველი გუნდისას. 

IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი