ბოლო დღეების მთავარ პოლიტიკურ თემად ქცეული კონსულტაციები დასრულდა. მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ვერ შეთანხმდნენ და დიდი ოპოზიციური გაერთიანება ჩაიშალა. მხარეები კონკრეტულ განმარტებებს. ხაზარაძე ამტკიცებს რომ მხოლოდ ფორმალური ხელმოწერა იყო დარჩენილი - გახარია კი ამტკიცებს, რომ პროცესები ჩიხში შევიდა.
ყოფილი პრემიერის წერილში ნათქვამია, რომ კოალიცია "ძლიერ საქართველოში" კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული და რომ კონსულტაციები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.
"ლელოს" თავმჯდომარისთვის გახარიას პოზიცია მოულოდნელი აღმოჩნდა. ხაზარაძე ამტკიცებდა, რომ გახარიას პოზიცია გაუგებარია, რადგან ყველაფერი მომზადებული იყო ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესაქმნელად, დარჩენილი მხოლოდ დოკუმენტზე ლიდერების ხელმოწერა იყო.
"ლელოს" თავმჯდომარე კონსულტაციებს დასრულებულად არ აცხადებს და პრაქტიკულად ღიად მოუწოდებს გიორგი გახარიას მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. ხაზარაძემ დღეს პირობა დადო რომ შეთანხმების დოკუმენტს ნებისმიერ დროს მოაწერს ხელს და გახარიას გუნდთან ალიანსს გააფორმებს.