"გვერდით, ნახევარი სახით..." | რას წერდა კესარია აბრამიძე მეგობარს, მაშინ, როცა აქციის დამრბევთა შორის ბექა ჯაიანი ამოიცნო - "მთავარმა" მიმოწერა მოიპოვა

გამოქვეყნდა:

"გვერდით, ნახევარი სახით, ბექა ჯაიანი" - ამის შესახებ კესარია აბრამიძემ მეგობარს 3 მაისს მიწერა და აჩვენა გმირთა მოედანზე გადაღებული კადრი, სადაც, აქციის დამრბევთა შორის, მისი მეგობარი მამაკაცი ჩანდა.

როგორც "მთავარ არხს" მოკლულის მეგობარი უყვება, რომელმაც აღნიშნული მიმოწერა მოგვაწოდა, კესარიამ ბექა ჯაიანი მან შავებში ჩაცმულ ათობით ადამიანში ამოიცნო, რომელიც სხვებთან ერთად გმირთა მოედანზე შეკრებილ ადამიანებს სცემდა. 

მისივე თქმით, სწორედ იმის გამო, რომ ჯაიანი ერთ-ერთი იმ ზონდერ დაჯგუფების წევრი იყო, რომელებიც ხელისუფლებასთან შეთანხმებით, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, კესარია აბრამიძეს, 
მასზე განხორციელებული ძალადობის მიუხედავად, პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს. მეგობრების თქმით, მსხვერპლს სამართალდამცველების იმედი არ ჰქონდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი