უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარეში ოკუპანტების ორ სამხედრო არსენალს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური შტაბი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, განადგურებულია დაახლოებით 2 000 ტონა საბრძოლო მასალა. შეტევა დასახლება ოქტაბრსკის მახლობლად მოხდა.
აღნიშნული არსენალი ოკუპანტების საბრძოლო მასალის სამ უმსხვილეს ბაზას შორისაა და ერთ-ერთი საკვანძოა რუსული ჯარების ლოჯისტიკურ სისტემაში.