18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული 37 წლის ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე, დღეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.
შეგახსენებთ, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მისი პარტნიორი 26 წლის ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს - გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.