საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული მანქანები სანქციების გვერდის ავლით შედის | Sky News-ის გამოძიება

გამოქვეყნდა:

როგორ შედის საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული ავტომობილები სანქციების გვერდის ავლით - ვრცელი რეპორტაჟი ამ თემაზე ბრიტანულმა Sky News-მა მოამზადა. ირკვევა, რომ საქართველოს წამყვანი ადგილი უკავია რუსეთში ლუქს კლასის ახალი ავტომობილების ექპორტის მხრივ, იმის მიუხედავად, რომ ამ პროდუქციის შეატანა აგრესორ სახელმწიფოში უკრაინაში ომის დაწყების დღიდან აიკრძალა. ავტომობილები დარიალის სასაზღვრო პუნქტამდე ევაკუატორით მიჰყავთ, იქიდან კი რუსეთში კერძო პირებს გადაყავთ, როგორც პირადი მოხმარების ავტომობილი. 

"...იმის გამო, რომ მანქანები რუსეთში ძირითადად ინდივიდუალურ მძღოლებს მიჰყავთ, ეს ყველაფერი არ ჩანს საბაჟო მონაცემებში. უბრალოდ ათავსებენ ტრანზიტულ ფირფიტებს გარედან და, როგორც ამ ორი BMW-ს შემთხვევაში, საზღვარზე გადაჰყავთ.

ბევრი რუსი ბროკერი გადავიდა საქართველოში ამ აყვავებული ბიზნესის საწარმოებლად. ონლაინ ისინი აწვდიან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ კეთდება ეს ყველაფერი.

ეს იუთუბერი ამბობს, რომ, როცა გეკითხებიან, სად მიგყავთ მანქანა, მნიშვნელოვანია, რომ უპასუხოთ, რომ თქვენ რუსეთის მოქალაქე ხართ და მანქანა ყირგიზეთში მიჰყავთ. თუმცა, გულწრფელები რომ ვიყოთ, ყველამ იცის, რომ სინამდვილეში მანქანები რუსეთში მიდის", - ნათქვამია საგამოძიებო რეპორტაჟში.

იხილეთ ჟურნალისტისა და მისი რესპომდენტის, ავტომობილის ერთ-ერთი მძღოლის დიალოგი:

- ეს არის კერძო შეკვეთები, რომლებიც ბათუმისა და ფოთის პორტებიდან გადმოგვაქვს. ჩვენი პასუხისმგებლობა ძირითადად არის მანქანების უსაფრთხო მოწოდების უზრუნველყოფა.

- ახალი და მეორადი მანქანებია?

- ჩვენ ვახორციელებთ ყველა სახის ავტომობილის ტრანსპორტირებას. კლიენტს გააჩნია, რას აგზავნის დილერი და რას იღებს მფლობელი.

- ვის მიჰყავს ისინი საზღვრიდან? მფლობელებს თუ სხვა ბიზნესს?

- ჩვენ ასე სრულად არ ვართ ჩართული პროცესის ყველა დეტალში, მაგრამ ძირითადად ეს არიან მფლობელები. თუ მფლობელი არ არის ქართველი, ის ზრუნავს დოკუმენტაციაზე და ასრულებს ტრანსპორტირებას ჩვეულ რეჟიმში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი