"მთავარი არხის" ინფორმაციით აშშ-ში კობახიძესა და ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა | ზალკალიანმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით აშშ-ში პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩს - დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი ელჩსა და პრემიერს შორის, შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა. "მთავარი არხი" ინფორმაციას ამოწმებს. 

შეგახსენებთ, პრემიერი აშშ-ში გაეროს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მას მიღებაზე მიწვევა გაუუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი