აშშ-ის საელჩო კობახიძის მიწვევის გაუქმების მიზეზებს ასახელებს | "მთავარის" წყაროს ცნობით, ზალკალიანი საქმის კურსში იყო, თუმცა პრემიერს არ შეატყობინა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის საელჩო საქართველოში ადასტურებს, რომ პრემიერ კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გაუუქმა. "მთავარი არხისთვის" გამოგზავნილ წერილობით პასუხში, დიპლომატიური უწყება მიზეზად საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ასახელებს:  

"ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-სა და დასავლეთის მიმართ." - აცხადებს საელჩო

შეგახსენებთ, ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გაუუქმა და უარი უთხრა საქართველოს დელეგაციას შეხვედრებზე, "ამერიკის ხმამ" გაავრცელა. ამას ადასტურებენ "ოცნების" ხელისუფლებაშიც.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პრემიერის ფიასკოს აშშ-ში, დაპირისპირება მოჰყვა დავით ზალკალიანთან, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. კობახიძესა და ზალკალიანს შორის დაპირისპირებაზე კი უწყებაში არაფერს ამბობენ. 

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციითვე, დავით ზალკალიანი წინასწარ ფლობდა ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძე პროტოკოლიდან ამოიღეს, თუმცა პრემიერს მან ამის შესახებ არ აცნობა.  

"ოცნების" ხელისუფლებაში აშშ-ის გადაწყვეტილებას ჩვეული პროპაგანდით ეხმაურებიან და "დემარშად" აფასებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, შტატები ასეთი ქმედებებით ქართულ ოპოზიციას ეხმარება, რომელსაც მათივე შეფასებით "პულსი აღარ ესინჯება".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი