წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის სოფელ ნაგურუში, ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ხვიჩავების ოჯახს, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი ჰყავს, ღამის გათევა მეზობელთან უწევს, რადგან ის საცხოვრებლად საშიშია.

როგორც წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ამბობს, მერია ოჯახს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. 

პარალელურად, წალენჯიხაში ძლიერი წვიმა გრძელდება. შედეგად, ქუჩების ნაწილი დატბორილია, მოსახლეობას კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

წალენჯიხაში სტიქიაა. ორი საათია კოკისპირულად წვიმს

დენი მიწოდება მთელს მუნიციპალიტეტს შეუწყდა.

შექმნილია საკორდინაციო შტაბი, - წერს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი