"ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია გამოაქვეყნა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც 2020 წელს "ოცნების" სიის მეორე ნომერი იყო, წელს ოლიგარქის საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. სიაში ასევე არ არის არც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
სიის პირველი ნომერი, როგორც ცნობილი იყო, ბიძინა ივანიშვილი იქნება.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სია წარადგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც, რომლის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა:
ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების ცესკო-ში წარდგენის ვადა დღეს, 18 საათზე იწურება.