"ომის დასრულება და სამართლიანი შეთანხმების მიღწევა ორივეს გვსურს" | ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ორივეს გვსურს ომის დასრულება და სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.

"ორივეს გვსურს ამის [ომის] დასრულება და სამართლიანი შეთანხმების მიღწევა. ის სამართლიანი უნდა იყოს და, ვფიქრობ, სწორ დროს მოხდება. ზელენსკის სურს ომის რაც შეიძლება სწრაფად დამთავრება. ახლა კამპანიაში ვარ, ასე რომ, ამ მომენტში ამ მიმართულებით ბევრ რამეს არ ვაკეთებ…

მჯერა, რომ თუ მოვიგებ, ომის ძალიან სამართლიანი დასასრული გვექნება. საკმაოდ სწრაფი შეთანხმება. ჩემი იდეები მაქვს, და, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს თავისი იდეები აქვს, მაგრამ ეს სამართლიანი უნდა იყოს", - განაცხადა ტრამპმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი