მომავალი შენია! | "კოალიცია ცვლილებისთვის" პირველი ყრილობა

გამოქვეყნდა:

მომავალი შენია! - რუსთავის ავტოდრომზე "კოალიციის ცვლილებისთვის" პირველი ყრილობა ჩატარდა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ამომრჩეველს მიმართეს და 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

"მოდი არჩევნებზე და შეცვალე 26 ოქტომბერს, იმიტომ რომ მომავალი შენია!", - მიმართა ნიკა გვარამიამ ქვეყნის მოსახლეობას. 

 ნიკა გვარამიას მიმართვა - სრული ვერსია:

"კი ცვლილებებს, კი ჭეშმარიტ ცვლილებას და კი ევროპას! ცვლილება ჩვენს ხელშია და გამარჯვება იქნება 26-ში!", - მიმართა ელენე ხოშტარიამ ამომრჩეველს. 

ელენე ხოშტარიას მიმართვა - სრული ვერსია:

"26 ოქტომბერს წყდება, გავიყვანთ თუ არა ამ ქვეყანას სამშვიდობოს... ამ შანსს ჩვენ გამოვიყენებთ! ამ ბრძოლას მოიგებენ ახალგაზრდები!", - მიმართა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ქვეყნის მოსახლეობას. 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართვა - სრული ვერსია:

"კოალიცია ცვლილებისთვის" საქართველოს ისტორიის შემდეგი თავია, როცა სახელმწიფო მრავალფეროვანი კოალიციით უნდა იმართებოდეს... მოვიკრიბოთ ყველა შინაგანი ძალა და მივიდეთ 26-ში, გამარჯვებისთვის!" - განაცხადა ნიკა მელიამ ყრილობაზე და ამომრჩეველს მიმართა.

ნიკა მელიას მიმართვა - სრული ვერსია:

"მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი... თქვენსავით ვბრაზდები ივანიშვილის ბოდიშზე, განვიცდი პარლამენტთან მოშიმშილე ადამიანების ბედს, განვიცდი ასიათასობით დევნილის ბედს... ეს უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს", - მიმართა ამომრჩეველს "კოალიცია ცვლილებისთვის" პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ.

ნანა მალაშხიას მიმართვა - სრული ვერსია:

კოალიციის ლიდერები დღევანდელ ყრილობაზე საპარლამენტო სიის პირველი ოცეულსაც წარადგენენ:

  1. ნანა მალაშხია;
  2. ნიკა მელია;
  3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
  4. გიგა ლემონჯავა;
  5. თენგიზ თევზაძე;
  6. ცოტნე კობერიძე;
  7. გიორგი კირთაძე;
  8. ივანე ჭყონია;
  9. ხათუნა სამნიძე;
  10. ოქტაი ქაზუმოვი;
  11. მაია კოპალეიშვილი;
  12. ბორისი ყურუა;
  13. ანა გოგოლაძე;
  14. გიორგი ბუტიკაშვილი;
  15. გიორგი იმედაშვილი;
  16. ელენე ხოშტარია;
  17. სოფია გოლეთიანი;
  18. მარიკა არევაძე;
  19. ანი ქავთარაძე;
  20. თორნიკე ბიკაშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი