იაპონიის ერთ-ერთ აეროპორტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა | გაუქმდა 90-მდე ფრენა

გამოქვეყნდა:

ტოკიოს რეგიონულ აეროპორტში, ასაფრენ ბილიკთან, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა. მედიის ცნობით, ბომბი აშშ-ის მიერ "კამიკაძე" თავდასხმების შესაჩერებლად იყო ჩამოგდებული. 

მომხდარის შედეგად, მიაძაკის აეროპორტი დროებით დაიკეტა და დაახლოებით 90-მდე ფრენა გააუქმდა. 

აფეთქებამ 23 ფუტის სიგანისა და 3 ფუტის სიღრმის ღრმული გააჩინა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც კამერების ჩანაწერებში ჩანს, აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბომბის ადგილას მიწა მოძრაობდა. 

აღსანიშნავია, რომ აეროპორტის მიმდებარედ, მეორე მსოფლიო ომის დროს საზღვაო ბაზა მდებარეობდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი