რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში აცხადებენ, რომ წიგნების სერია ჰარი პოტერის შესახებ და კომპიუტერული თამაში "მაინკრაფტი" რუსეთის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.
საკანონმდებლო ორგანოს კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლეგ მოროზოვმა უკმაყოფილება გამოთქვა საბავშვო ბანაკებში გამართული თემატური სესიებისა და გართობის გამო. მისივე თქმით, "საბავშვო ბანაკებში დასვენების იდეოლოგიას საეჭვო აქცენტები აქვს". მოროზოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ბავშვთა ბანაკებში სამხედრო-პატრიოტულ საკითხებზე გაკეთდეს აქცენტი.