"უზღუდავენ მსხვილ ტრანზაქციებს, ვერ იყიდიან ქონებას" | რას ნიშნავს წინასასანქციო რეჟიმი?

გამოქვეყნდა:

რას ნიშნავს წინასასანქციო რეჟიმი? - მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის შტატებს სანქციები არ დაუწესებია.

როგორც დეპუტატი რომან გოცირიძე განმარტავს, წინასასანქციო, ანუ ნაწილობრივი სანქციის რეჟიმი ნიშნავს, კომერციული ბანკების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლებიც არ თანამშრომლობენ სანქცირების კანდიდატებთან: 

"აშშ-ის მთავრობამ ფაქტობრივად ის დააყენა სანქცირების კანდიდატად, რაც "ამერიკის ხმით" გაჟღერდა. ეს უკვე არის სიგნალი კომერციული ბანკებისათვის. ბანკები ამას არ უყურებენ ამ მომენტში არის თუ არა ის სანქცირებულთა სიაში, ვინაიდან შეიძლება ის იყოს პირი, რომელთანაც ურთიერთობა შეიძლება ძვირად დაუჯდეს ბანკებს. ამიტომ, ბანკები ასეთ შემთხვევაში პრევენციულ ზომებს იღებენ.

რას ნიშნავს ეს - უზღუდავენ მსხვილ ტრანზაქციებს, ვერ იყიდიან ქონებას, დიდ გადარიცხვებს ვერ გააკეთებენ. არ უზღუდავენ პირადი საჭიროებისათვის ხარჯებს. მაგალითად, რუსი ოლიგარქებიც კი, რომლებიც ლონდონში ცხოვრობენ, მათ თვეში 50 000 ფუნტის დახარჯვის უფლება აქვთ საწვავზე, საჭმელზე, სასმელზე და ერთ ერთი ჩიოდა, რომ არ მყოფნის რომ დამლაგებელს ფული გადავუხადოო...ანუ არსებობს, ასე ვთქვათ, ნაწილობრივი სანქციის რეჟიმი - პრესანქციური" განმარტავს რომან გოცირიძე.

ბიძინა ივანიშვილი რომ სანქცირების კანდიდატია ამაზე ინფორმაცია "ამერიკის ხმამ" 20 სექტემბერს გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი