"მთავარი შაბათს": ოდიშარიასა და ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატების, ბექა ოდიშარიასა და ვასილ ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა ვიდეო მიმდინარე წლის 3 აგვისტოს გაავრცელა. დღეს კი, გადაცემისთვის "მთავარი შაბათს" ცნობილი გახდა, რომ ვიდეოში ასახული პირები, რომლებიც ადგილობრივ პოლიციელებს უპირისპირდებიან, სწორედ მმართველი პარტიის დეპუტატების შვილები არიან. 

"პრობლემები გინდათ? ჩვენ უბრალოდ მივდიოდით და თქვენ ჩემს მეგობარს იჭერთ... ახლავე ჩემს ადვოკატს დავურეკავ", - მიმართავს პოლიციელს ოდიშარიას შვილი და ამბობს: "ტურისტები ვართ, სტუდენტები. პარლამენტი. საქართველოს პარლამენტი". 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ახსენებს ის საქართველოს პარლამენტს და სარგებლობს თუ არა ის რაიმე პრივილეგიით, ოდიშარია პასუხობს: "ჩემი შვილია, რა პრივილეგიით სარგებლობს... ჩემთან ერთად იყო და...."

ვასილ ჩიგოგიძე კი ამბობს: "გერმანიაში მთელი საქართველო იყო რამოდენიმე თვის წინ და ჩემი შვილიც იყო წასული, მერე რა. რამე რომ ყოფილიყო, მეტყოდა, მამა ვარ მისი, რომ რამე თუ მოუვიდა, ვინმესთან გაუგებრობა და..."

დეტალები ხვალ, გადაცემაში "მთავარი შაბათს", 21:00 საათზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი