შტუტგარტი, დუბლინი, იტალიისა და ესპანეთის ქალაქები, ფილადელფია... | ქართველმა ემიგრანტებმა დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა აქციებით მოითხოვეს

გამოქვეყნდა:

შტუტგარტი, დუბლინი, ფილადელფია, იტალიისა და ესპანეთის ქალაქები - ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც დღეს ემიგრანტებმა აქციები გამართეს და მათთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა მოითხოვეს. ემიგრანტები თვლიან, რომ ამ არჩევნებში თითოეულის ხმა უმნიშვნელოვანესია. მათი თქმით, ხმის მიცემა მათი უფლებაა და საარჩევნო უბნები კანონით ეკუთვნით.

აღსანიშნავია, რომ ამ პროტესტის მიზეზი ხელისუფლების უარია დამატებითი უბნების გახსნაზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით კი იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს ათეულობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს.

აქციები ევროპისა და ამერიკის იმ ქალაქებში, სადაც ჩვენი თანამოქალაქეების დიდი დიასპორა ცხოვრობს, მომდევნო დღეებშიც გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი