ყაზბეგში მყინვარწვერზე ორი რუსი მთამსვლელი დაიღუპა
გამოქვეყნდა:
ყაზბეგში, მყინვარწვერზე ორი მთამსვლელი დაიღუპა - არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები მთაზე თოკებიდან მოწყდნენ. ცხედრები სამაშველო სამსახურის ვერტმფრენით გადმოასვენეს. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.