საკონსტიტუციომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსული კანონის შეჩერების თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნა: თავად სარჩელი კი არსებით განხილვაში მიიღო:

"არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

5. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.

6. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით.

7. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი." ნათქვამია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადაო ნორმის შეჩერებასთან  მიმართებით განსხვავებული აზრი დააფიქსირეს მოსამართლეებმა გიორგი კვერენჩხილაძემ, თეიმურაზ ტუღუშმა.

ევა გოცირიძეს განსხვავებული აზრი ჰქონდა კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით სადავო მუხლების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არსებითი განხილვის დაწყების ნაწილში.

შეგახსენებთ, რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.

სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა და 29 აგვისტოს განხილვა დაიწყო. პლენუმი სარჩელს 3 დღის განმავლობაში განიხილავდა.

მოსარჩელეები ითხოვდნენ რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.

პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი