სოხუმის თეატრის პრემიერაზე აფხაზეთის მთავრობა არ მივიდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ რეჟისორმა სცენიდან მიმართა აუდიტორიას და აღნიშნა, რომ მეტი დაფასება სჭირდება ხალხს, რომლებიც აფხაზეთის ხელოვნება ემსახურება:
"ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს ჩემი ნათქვამი, მე დღეს აქ ველოდებოდი აფხაზეთის მთავრობას. საწყენია ადამიანურად. თქვენ რომ არა და ის ხალხი, ვინც აფხაზეთის ხელოვნებას ემსახურება... მეტი პატივისცემა უნდა იყოს და მეტი დაფასება იმ ხალხის, რომლებიც მშივრები და სიცხიანები თამაშობდნენ დღეს სპექტაკლს" აღნიშნა რეჟისორმა.