მე ვაპირებ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დაკვეთა ახლა არ არის პოლიტიკოსებმა გადაინაწილონ თანამდებობები, ამ გარდამავალ ეტაპზე და საჭიროა შეიქმნას ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქარტიის შესრულების პირობებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნებამდე საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ იქნება პასუხისმგებელი, ვინც ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე დააბრუნებს.
თუმცა, პრეზიდენტს დღეს არ დაუსახელებია კონკრეტული სახელები და გვარები და ქართული ქარტიის ხელმომწერ ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენა დოკუმენტი.
"მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ჩვენი პარტნიორების წინაშე და ვარ ჩემი სიტყვის სრულიად ერთგული. ეს გავიარე ყველა პარტიასთან, აქ იყვნენ მოსული და ყველასგან მივიღე დასტური იმის, რომ არიან პროცესში, არიან ერთგულნი ამ ქარტიის და მზად არიან იმისთვის რომ ბოლომდე მიიყვანონ ეს პროცესი და ამითი მე ვარ ძალიან კმაყოფილი, თუმცა რჩება რაღაცა სხვადასხვა ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და მე მინდა რომ რადგანაც მე ვარ ვალდებული საზოგადოების წინაშე და ვთვლი რომ ეს ქარტია არის პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე.
მე მინდა რომ ყველაფერი იყოს ძალიან ნათელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დავტოვოთ გაურკვეველი საკითხები ან რაღაცა სპეკულაციების საკითხები. ინტერპრეტაციები ეხება ამ ქარტიის ბოლო წინადადებას, რომელიც ამბობს, რომ ასევე ვდებთ პირობას, რომ მთავრობა რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
მე ვაპირებ რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა რომელიც ასევე საზოგადოებისთვის 26 მაისს მქონდა წარდგენილი, რადგან საზოგადოების დაკვეთა არ არის რომ პოლიტიკოსებმა ისევ მანდატები გადაინაწილონ მთავრობა შექმნან, ამ გარდამავალ ეტაპზე. და შევქმნა ეს ტექნიკური ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე რომ აღმასრულებელი მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ რაღაც თვეებში მიგვიყვანოს იქ სადაც უნდა მივიდეთ ანუ ევროპის კარებთან.
ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა, უნდა წარვადგინო და მე ვთვლი, რომ რადგან ჩემი წარსადგენია, უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს სწორედ ამ მთავრობას პარლამენტის კონტროლის ქვეშ ცხადია პოლიტიკური პარტიების კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე. ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია და არა მხოლოდ ინტერპრეტაცია და შეგიძლიათ დაუბრუნდეთ 26 მაისის სიტყვას, საკმაოდ გაშლილად სანამ პარტიებს მოვიყვანდი ხელმოსაწერად. ამიტომ მე ვთვლი, რომ ვთვლი რომ ეს არ შეიძლება დარჩეს გაურკვეველი ბოლომდე. დღეს არის რაღაც ინტერპრეტაციები. და მე მგონი რომ დრო არის პარტიებმა სწორად მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ამ ქარტიის არამხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი არამედ, ყოველივე მისი სიტყვის...
ამიტომ მე ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან. თუ არა და ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ წაიღონ უკან ხელმოწერა.
საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან. მე დარწმუნებული ვარ ამითი მივალთ სტაბილურად ძალიან გარკვევით და გადავლახავთ, ყველა იმ ნაბიჯს რომელიც მიიყვანს საქართველოს მომავალ წელს ივნისში ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნამდე." აღნიშნა პრეზიდენტმა.