საქართველოში ყურძნის იმპორტი მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) ქვეყანაში 2 041 ტონა ყურძენი (ახალი ან გამხმარი) შემოვიდა, რომლის ღირებულებამაც 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო. გასული წლის იგივე პერიოდში 2.9 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების 2 ათას ტონაზე მეტი ყურძენი შემოვიდა. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2.3 მილიონის და ა.შ.
მიმდინარე წლის მონაცემების თანახმად ქვეყნების სამეული საიდანაც ყველაზე მეტი ღირებულების ყურძენი შემოდის ასე გამოიყურება: ირანი, სომხეთი, უზბეკეთი. ირანიდან მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების 489 ტონა ყურძენი შემოვიდა. სომხეთიდან $565 ათასის 602 ტონა, უზბეკეთიდან კი $513 ათასის 294 ტონა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნების სამეული თითქმის უცვლელია, თუმცა პირველ ადგილს ძირითადად სომხეთი იკავებდა. 2024 წელს კი ირანი დაწინაურდა.