უკვე 5 საათია, თბილისის მეტროში "საბურთალოს ხაზი" გაჩერებულია - როგორც სატრანსპორტო კომპანიაში "მთავარი არხის" ვებგვერდთან ამბობენ, სავარაუდოდ, მეტროში მოძრაობის განახლება დღეს ვეღარ მოესწრება და ხვალ დილიდან აღდგება.
მათივე ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი "ტექნიკური ხარვეზია".
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.