ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ, - წერს გამოცემა Reuters- ი 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნების პროექტის ტექსტზე დაყრდნობით.
"საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველები ბლოკში გაწევრიანების მომხრენი არიან, მაგრამ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" რუსეთისადმი მეგობრული, მზარდი რიტორიკა, საკამათო კანონი, რომელიც მოითხოვს ჯგუფებს, რომლებიც იღებენ თანხებს საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირდნენ როგორც "უცხო აგენტები" და კანონმდებლობამ, რომელიც ზღუდავს ლგბტ უფლებებს, გამოიწვია შეშფოთება დასავლეთის დედაქალაქებში.
17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებულ დასკვნაში, ბლოკი ადასტურებს კავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე, მაგრამ ასევე ადასტურებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების მიმართ", - წერს Reuters- ი.