ქუთაისში, ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ორახელაშვილის ქუჩაზე მოხდა.
შემთხვევის დროს ადგილზე ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც მსუბუქი დამწვრობა მიიღო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. დამწვარია შენობის დიდი ნაწილი.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.