მთავრობის ადმინისტრაციასთან სოფელ იორმუღანლოდან ჩამოსული მამედოვების ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აქციას მართავს.
ოჯახი სოფლის რწმუნებულს ზეწოლაში ადანაშაულებს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. მამედოვები ამბობენ რომ ადგილობრივი კრიმინალებისგან საფრთხე ემუქრებათ.
მათი თქმით, 3 სექტემბერს სოფლის რწმუნებულის შვილი შირზად ისმაილოვი მათთან სახლში მივიდა, ფარიზ მამედოვი სახლიდან გაიყვანა და დაჭრა. ამის შემდეგ ისმაილოვი დააკავეს, და რწმუნებულის მხრიდან ზეწოლაც მალევე დაიწყო. მამედოვების თქმით, გუშინ, საღამოს საათებში, რწმუნებულის დავალებით, მათ მანქანას რამდენიმე თანასოფლელი დაესხა თავს და დაემუქრნენ, მათ შორის ადგილი ჰქონდა სექსუალური სახის მუქარასაც