რუსთავში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, პირადობის მოწმობებს ართმევენ | პირადი დოკუმენტები "ოცნების" ოფისებში ინახება - "მთავარი არხის" ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადამწვეტი არჩევნების წინ, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა დაიწყო. "მთავარ არხს" კონფიდენციალურად აცნობეს, რომ რუსთაველმა საჯარო მოხელეებმა საკუთარ თავაზე აიღეს არჩევნეზე ხმების მობილიზების პასუხსმგელობა. ამავე წყაროს ინფორმაციით, სწორედ ისინი მონაწილეობენ სსიპებსა და აიპებში დასაქმებულების კუთვნილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევაში. როგორც ირკვევა, მმართველი გუნდის სამიზნე ამჯერად რუსთაველი მეზოვები აღმოჩნდენ, რომლებსაც პირადობები რამდენიმე კვირის წინ გაურკვეველი ვადით ჩამოართვეს.

სახელმწიფო სასამხურებში დასაქმებულები გაფრთხილებულები არიან, რომ მედიასთან პირადობების ჩამორთმევაზე არაფერი უნდა თქვან. სწორედ ამიტომ, ჩვენ ექსპერიმენტის ჩატარება ვცადეთ და ამ სამსახურების თანამშრომლებს ისე ვესაუბრეთ, როგორც "ქართული ოცნების" ოფისის წარმომადგენლები. დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელმა სხვა დანარჩენენი თანამშრომლების მსგასად დაგვიდასტურა, რომ პირადობების შეგროვება სწორედ მას სთხოვეს, მანაც მეზოვეებს ნამდვილად ჩამოართვა და "ოცნების" რეგიონულ ოფისში მიტანა. 

სანდო წყარო "მთავარ არხს" უყვება, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც პირადობების ჩამორთმევაში აქტიურადაა ჩართული, რუსთავის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი ჯფუფის ხელმძღვანელი ქეთევან ჩიკვილაძეა. დავურეკეთ და მასაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლად გავეცანით. ქეთევან ჩიკვილძე შეხვედრაზე შეგვითანხმდა. მას შემდეგ, რაც სიების გადაცემაზეც დაგვთანხმდა და ყველა ფაქტი დაადასტურა, ქეთევან ჩიკვილაძეს სახლთან ღიად მივაკითხეთ. საჯარო მოხელემ კამერებთან ყველაფერი უარყო.  

ჩვენი ექსპერიმენტით დასტურდება, რომ ამომრჩევლისთვის წართემული პირადობის მოწმობები „ქართული ოცნების“ რუსთავის შტაბში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინახება. "ოცნების" რეგიონულ ოფისში რუსთავის მერიის ადმნისრაციის უფროსი მიხეილ მუზაშვილი დაგხვდა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს, რომ საჯარო მოხეელები თანამშრომელებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევით არიან დაკავებულები.

"მთავარი არხის" ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ოცნება" კანონს არღვევს და პირადობის მოწმებებს ართმევს ყველას, ვისზედაც ხელი მიუწვდება. ახლა უკვე ცხადია, რომ "ოცნება" არჩევნების გაყალებას ისევ ჩვეული მეთოდებით ცდილობს, თუმცა აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მათი ხმის ანონიმურობა სრულად დაცული და კონფიდენციალურია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი