"ოცნება" ბაზარში დასაქმებულ პირებს პირადობებს ართმევს | "მთავარი არხის" ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" არჩევნების მასობრივი გაყალბებისთვის ემზადება და ამომრჩევლის დაშინებასა და მოსყიდვას ცდილობს. კონფიდენციალური წყარო "მთავარ არხს" უყვება, რომ მეეზოვეების, ბაღის აღმზრდელების, სკოლის მასწავლებლებისა და საჯარო მოხელეების შემდეგ მმართველი პარტიის სამიზნეში სხვადასხვა ბაზარში დასაქმებული პირები აღმოჩნდნენ.

მოქალაქეები ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობდნენ. ამიტომ ირაკლი ბახტაძემ ექსპერიმენტის ფარგლებში მათ თავი მმართველი გუნდის ორგანიზაციის ხელმძღვანელად გააცნო. შედეგად გაირკვა, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ და "ქართული ოცნების" ისნის რაიონული ოფისის წევრებმა ბაზარში დასაქმებულებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩამოართვეს და უთხრეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნებენ, თუ 26 ოქტომბერს არჩევნებში 41 ნომერს გააფერადებენ.

"პირადობა ნომერი მიცემული მაქვს. ჩაწერილი ვარ იქ და მეტი რა უნდა. ხო, ხო [მივეცი პირადობის მოწმობა]. ჩვენი კანდიდატიო, ჩვენი კაცი, "ქართული ოცნების" კაცი. კი [მაგას მივეცი]," - ამბობს ბაზარში დასაქმებული მოქალაქე.

მიუხედავად იმისა, რომ "მთავარმა არხმა" მსგავსი ექსპერიმენტი მანამდეც ჩაატარა, შესაბამისი უწყებები აღნიშნულით არ დაინტერესებულან და გამოძიება არ დაწყებულა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი