2024 წლის 8 თვეში საქართველოში 10 261 790 აშშ დოლარის 8 729 ტონა რძე შემოვიდა. საქსტატის მონაცემების თანახმად მთავარი მომწოდებელი ქვეყნები აზერბაიჯანი ($2.9 მლნ), საფრანგეთი ($2.0 მლნ) და პოლონეთი ($1.7 მლნ)იყო. იგივე სამეული იყო 2023 წელსაც.
2022 წლამდე რძის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის უკრაინა იყო. 2014 და 2022 წელს რძის მომწოდებელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთი გავიდა.
რაც შეეხება რძის ფხვნილის მიმდინარე წლის 8 თვეში 12 708 310 აშშ დოლარის 5 749 ტონა რძის ფხვნილი შემოვიდა. რძის ფხვნილის 85% ორი ქვეყნიდან - რუსეთიდან ($1.8მლნ) და ბელარუსიდან ($8.9მლნ) შემოვიდა.