22 ოქტომბრის ღამეს რუსი ოკუპანტების გაშვებულმა დრონებმა სუმში სამი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, ერთი ბავშვია.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მტრის უპილოტო თვითმფრინავები ქალაქში საცხოვრებელ კვარტალს დაესხნენ თავს. საერთო ჯამში, უკრაინულმა საზენიტო მებრძოლებმა სუმის ოლქის ცაზე მტრის 25 „შაჰიდი“ ჩამოაგდეს.
რუსეთის არმიამ დილითაც მიიტანა იერიში ქალაქში საცხოვრებელ კორპუსებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. თავდასხმის შედეგები ზუსტდება.