მკვლელობა თბილისში | ისანში წუხელ 40 წლამდე კაცი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ისანში, გასულ ღამეს, ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ipn.ge  ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი