"შემომთავაზეს უფასოდ წაგიყვანო და 2 წელია არ ვყოფილვარ და რაზე არ წავალ?" - ამბობს ერთ ერთი მოქალაქე ბათუმიდან, რომელიც "ოცნების" დღევანდელ შეკრებაზე თბილისში მოჰყავთ.
რეგიონებიდან დედაქალაქში ავტობუსებით, ოლიგარქისა და მისი პარტიის წევრების მოსასმენად , ძირითადად საჯარო მოხელეები და პარტაქტივი მოჰყავთ.
მათი ნაწილი ამბობს, რომ "ქვეყანას სჭირდებიან" და თბილისში იმიტომ მოდიან, ნაწილი კი "მშვიდობას უჭერს მხარს" და იმიტომ, თუმცა ვის უნდა ომი? ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმიდან წამოსული ავტობუსები ნახევრადცარიელია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე