"ოცნების" აქციისთვის საჯარო მოხელეები იმერეთიდანაც მოჰყავთ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მობილიზაცია რეგიონებში. მმართველი პარტია დღეს დაანონსებული შეკრებისთვის საგანგებოდ ემზადება და დედაქალაქში საჯარო მოხელეები და პარტაქტივი ჩამოჰყავს.

იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან, მსუბუქი ავტომობილებით, მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით ადამიანების ძირითადი ნაწილი უკვე დაიძრა დედაქალაქისკენ. ქუთაისში სპორტის სასახლესთან შეკრებილი ადამიანები კითხვაზე, სად მიდიან ასე ორგანიზებულად პასუხობენ, რომ მიდიან ქელეხში, ქორწილში და ექსკურსიაზე.

"თბილისში ბატონო. აქციაზე. არ ვიცი რა [რისი აქციაა]," - ამბობს ერთ ერთი მათგანი.

ბოლო რამდენიმე დღეა "მთავარ არხს" იმერეთის მოსახლეობა უკავშირდება. ისინი ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" აქციაზე წასვლას აიძულებენ და სამსახურის დაკარგვით აშინებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი