ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა სავანტა ჯგუფმა (Savanta Group), "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით.

"სავანტა" არის გლობალური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით კვლევებს უკვეთავენ ისეთი ავტორიტეტული მედიები როგორიცაა CNN და BBC, ასევე ბრიტანეთის მთავრობა.

დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები რომელ პარტიას ან კოალიციას მისცემდით ხმას?

  • ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 35%
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 19.%
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 16%
  • ძლიერი საქართველო - 9%
  • გახარია საქართველოსთვის - 8%
  • გირჩი - 3%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%
  • სხვა - 5%

არჩევნების ასეთი შედეგით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში მანდატები ასე გადანაწილდება:

  • ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 61 დეპუტატი
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 33 დეპუტატი
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 28 დეპუტატი
  • ძლიერი საქართველო -15 დეპუტატი
  • გახარია საქართველოსთვის - 13 დეპუტატი

ჯამში - ქართული ოცნებას ეყოლება 61,  ოპოზიციას კი - 89 დეპუტატი

რომელ პარტიას ან კოალიციას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში?

  • ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა - 32%
  • ქართული ოცნება- ხალხის ძალა - 31%
  • გირჩი - 11%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 7%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 6%
  • გახარია-საქართველოსთვის - 5%
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 4%
  • ძლიერი საქართველო - 3%
  • სხვა - 1%

12 წლიანი მმართველობის შემდეგ, ფიქრობთ თუ არა რომ დროა ქართული ოცნება შეიცვალოს?

  • კი, ცვლილების დროა - 54%
  • გვჭირდება ცვლილება, მაგრამ უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს - 27%
  • არა, მე მომწონს ის თუ როგორ მართავენ ქვეყანას - 13%
  • არ ვიცი|უარი პასუხზე - 6%

ჩამოთვლილთაგან, რომელ წინადადებას ეთანხმებით ყველაზე მეტად?                      

  • ახლანდელი ხელისუფლება ვერ/ არ  აკეთებს საკმარისს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ან მიზანმიმართულად უშლის ხელს - 63%
  • ახლანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში  გაწევრიანებისთვის - 25%
  •  არ ვიცი / უარი პასუხზე 12%

ამ ორი განცხადებიდან რომელი გამოხატავს თქვენს პოზიციას ყველაზე უკეთ?

  • საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით [ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით] - 76%
  • საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ შეწყვეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამის ნაცვლად გააუმჯობესებს ურთიერთობებს რუსეთთან - 7%
  • არ ვიცი - 14%
  • უარი პასუხზე - 3%

რამდენად ეთანხმებით სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიაში ჩამოთვლილ შემდეგ საკითხებს:

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნა

  • ვეთანხმები - 77%
  • არ ვეთანხმები - 12%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 11%

ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა:

  • ვეთანხმები - 76%
  • არ ვეთანხმები - 12%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 12%

თავისუფალი სასამართლოს რეფორმის განხორციელება:

  • ვეთანხმები - 71%
  • არ ვეთანხმები - 15%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 14%

კოალიციური მთავრობა პრემიერ-მინისტრით, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტულ პარტიას:

  • ვეთანხმები - 54%
  • არ ვეთანხმები - 24%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 22%

რიგგარეშე არჩევნები რეფორმების გატარების შემდეგ: 

  • ვეთანხმები - 45%
  • არ ვეთანხმები - 29%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 26%

რა არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? 

  • ფასების ზრდა/ინფლაცია - 38%
  • სიღარიბე - 33%
  • სამუშაო ადგილები - 29%
  • ტერიტორიული მთლიანობა - 29%
  • ემიგრაცია - 23%
  • ჯანდაცვა - 22%
  • განათლება - 20%
  • პენსიები - 19%
  • ევროკავშირში გაწევრიანება - 16%
  • რუსეთთან ურთიერთობა - 11%
  • კრიმინალი - 10%;
  • კორუფცია - 9%;
  • სასამართლო სისტემა - 9%
  • სამართლიანი არჩევნები - 8%
  • სამართლიანობის აღდგენა - 7%
  • NATO-ში გაწევრიანება - 5%
  • სხვა - 2%
  • არ ვიცი - 1%

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი. 

კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად გამოპასუხების სიხშირე არის 81% (1520 ადამიანი).

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.

ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა კვლევის შედეგებზე, არ დაფიქსირებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი