"გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ.
როგორც ცნობილია, მას მეტროში, 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.
"პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თბილისის მეტროსადგურში (?) თავს დაესხნენ. პოლიტიკოსი ტელეკომპანია "პალიტრა ნიუსის" გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა, როდესაც მას ორ ათეულამდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა. ბიძინა ივანიშვილის მუქარის მერე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მის მიერ არის ორგანიზებულ და რა თქმა უნდა ლევან გოჩიაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება", - აცხადებენ პარტიაში.