რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 50 "შაჰიდიდან" 40 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 50 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 40 ჩამოაგდეს, 8 სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, კიდევ 2 დაბრუნდა რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით. ასევე, რუსეთმა უკრაინას ორი Kh-22 საკრუიზო, ორი Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტითა და უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ოდესის, მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავასა და ჩერნიგოვის რაიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი