"მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები...", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება და მსოფლიოსთვის ჩვენი მოტივების, საჭიროებებისა და ამ ომის სამართლიანი დასასრულისკენ წარმართვის უნარის მკაფიოდ გადმოცემა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ყირიმის პლატფორმა დიდ ყურადღებას ამახვილებდა ჩვენი მშვიდობის ფორმულის პუნქტებზე, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობასა და გაეროს წესდების განხორციელებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები და ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაეროს წესდების შინაარსს. ჩვენი სამყარო ისეა აგებული, რომ უფლებები და საერთაშორისო სამართლის ნორმები მნიშვნელოვანია და ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.