"ვინმე თუ გაბედავს და დაუპირისპირდება 1 120 000 ადამიანის ნებას, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს" | კობახიძე იმუქრება

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პრემიერ კობახიძის განცხადებით, შევლენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციური პარტიები მათი გადასაწყვეტია. კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს და იმუქრება, რომ თუ ვინმე ამას შეეცდება, "მიიღებს საკადრის პასუხს": 

"რა თქმა უნდა ვერავინ, ვერავითარი აქტით, მითუმეტეს იმის გამეორებით რაც მოხდა 2020 წელს, ამ პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემას ვერ შეუქმნის. არავის არ აქვს ამის რესურსი. რისი რესურსიც ჰქონდათ 4 წლის წინ, იმის რესურსი საერთოდ გაუნულდათ, მათ შორის იმ პროცესების გამო, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2021 წელს. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, შესაბამისად უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ, ეს არის მათი გადასაწყვეტი. პარლამენტი არის უკვე ლეგიტიმური იმიტომ, რომ ქვეყანას ჰყავს ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ორგანო. 

ასე ფიქრობს ხალხი, ასე ფიქრობს ქვეყნის 1 120 000 მოსახლე, ვინმე თუ გაბედავს და დაუპირისპირდება 1 120 000 ადამიანის მობილიზებულ ნებას, ამ შემთხვევაში ყველა მიიღებს საკადრის პასუხს," - თქვა კობახიძემ. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი