"უნდა დაგვიდგეთ გვერდში - ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს" | პრეზიდენტის მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებას

გამოქვეყნდა:

"უნდა დაგვიდგეთ გვერდში ჩვენ, მოსახლეობას, საზოგადოებას, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერებთან აუდიენციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო საზოგადოებასა და პარტნიორებს.

"მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს: მოვისმინე სხვადასხვა განცხადებები და ყველანი მადლობელი ვართ ამ განცხადებებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრებს გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რაიმე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ, მოსახლეობა დაიცვათ, მოსახლეობის დემოკრატიული უფლებები ამ ქვეყანაში. როგორც თქვენ დაიცავით საქართველო, როცა ხელისუფლებას უნდოდა რომ მიეღო და მიიღო რუსული კანონი და დადექით მოხალისეობს მხარეს, ასევე ამ არჩევნების მერეც უნდა დაგვიდგეთ გვერდში ჩვენ, მოსახლეობას, საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ შედგა და არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი