ხელახალი არჩევნები და ცესკოს სიების გამოქვეყნება | ხელისუფლებას ოპოზიციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 24 საათი მიეცა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებას ოპოზიციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 24 საათი მიეცა. მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახალი ჩატარებაა, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია წარმართავს. პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი ასევე ცესკოს საარჩევნო სიების გამოქვეყნებას მოითხოვს. ოპოზიციის მოთხოვნა აქციაზე ალეკო ელისაშვილმა გააჟღერა.

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს პოლიტიკოსებმა მიმართეს. პირველი მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც დაჰპირდა აქციის მონაწილეებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს მათი ხმების დასაცავად. ოპოზიციური კოალიციების ლიდერები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ შეეგუონ "ქართული ოცნების" დანაშაულს და არ გაჩუმდნენ საქართველოს ევროპული მომავლის განადგურების საფრთხის წინაშე. 

საყოველთაო შეთანხმებით ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება, ოპოზიცია არ შევა პარლამენტში და ხალხი ხელახალ არჩევნებს მოითხოვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი