საქართველოში დაწყებული საყოველთაო პროტესტის პარალელურად, საპროტესტო რეჟიმზე გადადიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეები. ემიგრანტები საკუთარი არჩევანისა და ხმების დასაცავად ერთიანდებიან. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არჩევნები პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდა და ემიგრანტები ახლა ახალ ბრძოლაში შედიან.

შეკრებები დაგეგმილია სტრასბურგში, ვალენსიაში, მადრიდში, ბარსელონასა და ლონდონში. ქართველი ემიგრანტების თქმით, საქართველოს ისტორიული ადგილი ევროპაშია, ამიტომ მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" მიერ ხალხისთვის მოპარული არჩევნები არალეგიტიმურად იქნეს ცნობილი.

"ჩვენ ხომ არ ვებრძვით ერთ ოლიგარქ ივანიშვილს, ჩვენ აქ მთელს სისტემას, რუსეთის იმპერიას ვებრძვით ... ახლა შემოვედი სამსახურიდან და მივდივარ ჩემი დროშით პირდაპირ შტუტგარტში", - თქვა "მთავარ არხთან" ემიგრანტმა ანა ხელაიამ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი