"იდენტიფიცირებადი იყო ვინ არ მისცა "ოცნებას" ხმა" | კონვერტთან და ქაღალდთან დაკავშირებით ცესკოს არგუმენტები არასამთავრობოებისთვის არადამაჯერებელია

გამოქვეყნდა:

ბიულეტენზე აღნიშვნის გაჟონვის გამო არჩევნებში ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ბრალდებას ცესკო არ ეთანხმება და გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ბიულეტენების დასაბეჭდად   რეკომენდებული 162 გრამიანი ოფსეტური ქაღალდის ნაცვლად  საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უფრო სქელი,  190 გრამიანი ქაღალდი იქნა შეძენილი.

იმას რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანს თუ სად არის წრე გაფერადებული, ხმის  ფარულობის დარღვევად არ თვლის ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ითხოვს, რომ ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო გაუქმდეს  იმ საარჩევნო უბნების შედეგები, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქაღალდის ხარისხთან დაკავშირებით ცესკოსთან პოლემიკაში ვერ შევლენ.

"ისინი აპელირებენ ჩარჩო კონვერტზე, რომ ის იყო გარანტია იმისა, რომ ხმის ფარულობა დაცული ყოფილიყო. თუ ეს მართლა გარანტია იყო, მაშინ საიას წერილზე, რომელშიც ჩვენ კითხვა დავსვით ქაღალდზე გაჟონილ მარკერზე, რატომ გვიპასუხეს, რომ ფურცელი შეიცვლებოდა და ფარულობა ამით იქნებოდა გარანტირებული და არ გვიპასუხეს ჩარჩო კონვერტის არგუმენტით.

ვიცით, რომ "ქართული ოცნების" ნომერი იყო ყველაზე ბოლოს, აქედან გამომდინარე არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ოპოზიციურ პარტიას მისცა ამომრჩეველმა ხმა, იდენტიფიცირებადი იყო ის, რომ არ მისცეს ქართულ ოცნებას ხმა. რეალურად ოპოზიციური ამომრჩევლის ხმა იყო გაცხადებული. ამომრჩევლების ნახევარზე მეტმა ხმა მისცა ასეთ ღია გარემოში. " - აცხადებს საიას იურისტი ნანუკა ყრუაშვილი.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი