წელს საქართველო უკან წავიდა, ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია | შვედეთის ელჩი

გამოქვეყნდა:

"ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული, წელს საქართველო უკან წავიდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია", - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი X-ზე წერს, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება.

„მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება”, - წერს ლიბერგი.

საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი