"იმედია, საქართველოს ხელისუფლება მიხვდება რა არის სასწორზე... ხარვეზებიანი არჩევნები EU-ში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის" | IRI-ის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი X-ზე სენატორი როჯერ ვიკერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ფარსი უწოდა. ტვინინგის თქმით, ხარვეზებით წარმართული არჩევნები ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის.

"ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია საქართველოს ხელისუფლება მიხვდება რა არის სასწორზე - რადგან ქართველების 90%-ს სურს გაწევრიანება ევროკავშირში, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის", - წერს ის.

"ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველებმა ფარსი მიიღეს", - ასე ეხმაურება სენატორი როჯერ ვიკერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი