საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით 85% პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადის | მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ისევ რუსეთია

გამოქვეყნდა:

საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით 85% პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადის, მთავარი ექსპორტიორი კი ისევ რუსეთია - ინფორმაციას გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს და წერს, რომ საქართველოდან, მიმდინარე წლის 9 თვეში 214.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინოები გავიდა, რაც 2023 წლის ექსპორტს 10.9%-ით აღემატება. 9 თვეში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ექსპორტზე 73.6 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა.

ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ისევ რუსეთია, რომელსაც ღვინის მთლიან ექსპორტში 68.4% უკავია, ექსპორტი 13.8%-ით გაიზარდა. 

იანვარ-სექტემბრის პერიოდში უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნები შემდეგია:

  • რუსეთი - $146.8 მლნ, 53 660 888 ლიტრი;
  • პოლონეთი - $11.1 მლნ, 4 492 796 ლიტრი;
  • უკრაინა - $8.8 მლნ, 3 190 528 ლიტრი;
  • ყაზახეთი - $8.1 მლნ, 2 472 973 ლიტრი;
  • ჩინეთი - $6.6 მლნ, 1 883 070 ლიტრი;
  • აშშ - $5.9 მლნ, 994 262 ლიტრი;
  • ბელარუსი - $5.1 მლნ, 1 823 685 ლიტრი;
  • გერმანია - $4.5 მლნ, 1 011 249 ლიტრი;
  • ლატვია - $3 მლნ, 816 106 ლიტრი;
  • ლიეტუვა - $1.6 მლნ, 480 362 ლიტრი.
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი