პუტინის პროპაგანდისტი საქართველოში | როგორ შემოვიდა ოკუპაციის კანონის დამრღვევი ალექსანდრ მალკევიჩი ქვეყანაში, უცნობია - შსს და სუს-ი დუმს

გამოქვეყნდა:

როგორ შემოვიდა პუტინთან და პრიგოჟინის "ვაგნერთან" დაახლოებული ალექსანდრ მალკევიჩი საქართველოში იმ დროს, როცა ის წესით ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს: 

საძიებო სისტემა გუგლში ალექსანდრ მალკევიჩის ჩაწერის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა - ჯილდო სამართლიანობისთვის ვებგვერდი შეგხვდებათ. მისი გახსნის შემდეგ კი ნახავთ, რომ კრემლის პროპაგანდისტს სტრატეგიული პარტნიორები მათ არჩევნებში ჩარევის ბრალდებით ეძებენ, მასზე ინფორმაციითვის კი ჯილდოდ 10 მილიონ დოლარი აქვთ დაწესებული. 

ჯილდო სამართლიანობისთვის ამერიკის სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც FBI-სთან, CNN-თან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ვებგვერდზე მალკევიჩის შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ გამოქვეყნებული დაბადების თარიღიდან დაწყებული, პასპორტის ნომრით დამთავრებული. 

გუგლში ასევე ნახავთ მალკევიჩზე კიდევ ერთ საყურადღებო ინფორმაციას. ავტორი ამ შემთხვევაში ორგანიზაცია ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეა. მისი მტკიცებით, მალკევიჩს 2022 წლიდან მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის ჩამოყალიბებისთვის უკრაინელებიც ეძებენ. 

ასევე, ალექსანდ მალკევიჩს აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გასულ წელს პუტინის პროპაგანდისტი დროებით ოკუპიურებულ ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც ე.წ. პრეზიდენმა მედლით დააჯილდოვა. ყველა ეს ინფორმაცია ინტერნეტში იძებნება, თუმცა სუსს გუგლის გამოყენება არ დასჭირდებოდა. 

"მთელ თბილისში გამოკრულია ასეთი ბანერები, რომლებზეც წერია: „არა ომს, არა დასავლეთის აგენტურას“. და ეს მართალია. აქ გამოსახულია ხალხი, უცხოეთის აგენტები, რომლებიც წლების განმავლობაში აგდებდნენ ქვეყანას მორევში, მათ სისხლიანი ხელები აქვთ და ისინი ომებს იწყებდნენ თავიანთი დასავლელი პატრონების ინტერესებიდან გამომდინარე. რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დასავლელი პარტნიორები მას პირდაპირ მოუწოდებდნენ ომის დაწყებისკენ რუსეთის წინააღმდეგ. მათ არ აინტერესებთ საქართველო, მათთვის მთავარია, რომ ეს იყოს ანტირუსეთი სამხრეთით", - ამბობს მალკევიჩი.

მალკევიჩი თბილისში, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს ჩამოვიდა, რადგან თბილისიდან მისი აქტივობა სწორედ "ქართული ოცნების" აქციით დაიწყო. 

ირკვევა, რომ ის საქართველოში მოულოდნელად არ ჩამოსულა. მოსკოვიდან გამოფრენამდე მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 26 ოქტომბრის არჩევნებზე მუშაობის აკრედიტაცია სთხოვა. ცესკომ დაგვიდასტურა, რომ მას მოთხოვნა რუსული პროპაგანდისტული არხის "ენტევეს" სახელით ჰქონდა გამოგზავნილი. ცესკო ასევე გვიმტკიცებს, რომ აკრედიტაციის მომთხოვნის გადამოწმება მათი პრეროგატივა არაა. ამაში მართლებიც არიან, რადგან ყველა ქვეყანაში მსგავს სიტუაციებში აკრედიტაციის მომთხოვნს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს. ანუ, გამოდის, რომ სუს-მა მაშინაც თვალი დახუჭა და არ შეიმჩნია, რომ პუტინის პროპაგანდისტს ოკუპაციის შესახებ დარღვეული ჰქონდა. 

ალექსანდრ მალკევიჩმა არჩევნებზეც იმუშავა, მოაგროვა კადრები, იპოვა პრორუსები და პუტინის მაამებელი რეპორტაჟები მოამზადა. ჩაერთო თითქმის ყველა პროპაგანდისტულ არხს და ლანძღა ყველა, ვინც ამ ქვეყნის მომავალს ევროპაში ხედავს. მთავარი სამიზნე რა თქმა უნდა პრეზიდენტი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი